Accentnews.ge
ფაშინიანის მკვლელობის მცდელობისთვის ერევნის ყოფილი მერი დააკავეს

ფაშინიანის მკვლელობის მცდელობისთვის ერევნის ყოფილი მერი დააკავეს

25/09/2023 15:20:25 მსოფლიო

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ერევნის ყოფილ მერ ალბერტ ბაზეიანს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მცდელობასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებს. ბაზეიანი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ბაზეიანის გარდა, ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაში კიდევ 7 ადამიანს ადანაშაულებენ. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბაზეიანმა და მასთან ერთად დაკავებულებმა განზრახვა სისრულეში უწყების ჩართვის გამო ვერ მოიყვანეს.

ბაზეიანის ადვოკატმა გევორგ მელიქიანმა "რადიო თავისუფლების" სომხურ სამსახურთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და თავს მიიჩნევს პოლიტპატიმრად, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული დაძაბულობის ფონზე დააპატიმრა.

გევორგ მელიქიანმა ასევე განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ბაზეიანის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართა.

დღეს დილით ერევანში ოპოზიციის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყო. ერევანში ერთი კვირის წინ დაწყებული საპროტესტო აქციების განმავლობაში ასზე მეტი ადამიანია დაკავებული. ისინი ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებში ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S