
დღეს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა
25/09/2023 15:10:11 ეკონომიკა
დღეს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, სებ–მა აუქციონზე 7 600 000 აშშ დოლარი გაყიდა.
"25 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 30 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 7 600 000 აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.6682 შეადგინა", – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქამდე, ეროვნული ბანკი ინტერვენციების შესახებ ინფორმაციას სამუშაო დღის 17:00 საათამდე, ანუ ლარის კურსის გამოცხადებამდე აქვეყნებდა, თუმცა დღეს ინტერვენციის შესახებ კურსის გამოცხადების შემდეგ გახდა ცნობილი.
25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 1.35 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6681 გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 1.40 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8381 ლარი შეადგინა.