
ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 27 კი დაკარგულად ითვლება (ვიდეო)
09/12/2019 06:35:01 სხვა, მსოფლიო
ახალ ზელანდიაში, კუნძულ უაითზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. 20 პირი დაშავდა, 27 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
პოლიციის ცნობით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ კუნძულზე შვიდი სამაშველო ვერტმფრენი გაგზავნა.