Accentnews.ge
აშშ–ის საელჩო: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ადგილობრივ მაშველებსა და მეხანძრეებს სპემოწყობილობები გადავეცით, ხუთი რეგიონის ქართველ მეხანძრე-მაშველებს კი სამთო-სამაშველო სწავლებაც ჩავუტარეთ

აშშ–ის საელჩო: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ადგილობრივ მაშველებსა და მეხანძრეებს სპემოწყობილობები გადავეცით, ხუთი რეგიონის ქართველ მეხანძრე-მაშველებს კი სამთო-სამაშველო სწავლებაც ჩავუტარეთ

25/09/2023 14:45:56 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოში აშშ–ის საელჩოს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ადგილობრივ მაშველებსა და მეხანძრეებს სპეციალური მოწყობილობები გადასცა.

გარდა ამისა, დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, ხუთი რეგიონის ქართველ მეხანძრე-მაშველებს ორკვირიანი სამთო-სამაშველო სწავლებაც ჩაუტარდათ, რომელსაც ჯორჯიის შტატის სახანძრო და სამაშველო დეპარტამენტის ექსპერტები უძღვებოდნენ

"ვაგრძელებთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის მხარდაჭერას.

სამედიცინო კლინიკებისთვის კომპიუტერული ტექნიკის გადაცემის შემდეგ სპეციალური მოწყობილობები ადგილობრივ მაშველებსა და მეხანძრეებს გადავეცით.

ხუთი რეგიონის ქართველ მეხანძრე-მაშველებს ორკვირიანი სამთო-სამაშველო სწავლებაც ჩაუტარდათ, რომელსაც ჯორჯიის შტატის სახანძრო და სამაშველო დეპარტამენტის ექსპერტები უძღვებოდნენ.

აღნიშნული მხარდაჭერა აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის ოფისის მეშვეობით ხორციელდება", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S