Accentnews.ge
სომხური მედია: ყარაბაღი 6 650–მა ადამიანმა უკვე დატოვა

სომხური მედია: ყარაბაღი 6 650–მა ადამიანმა უკვე დატოვა

25/09/2023 14:21:01 მსოფლიო

სომხური მედია იუწყება, რომ ადგილობრივი დროით 17:00 საათის მონაცემებით, მთიანი ყარბაღი 6 650–მა ადამიანმა უკვე დატოვა.

მისი ცნობით, უკვე აღრიცხულია 5 580 ადამიანის მონაცემები, იდენტიფიცირების პროცესშია 1 070 ადამიანის საჭიროებების შეფასება.

22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ "მზად არიან, ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავის სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ". სომხური მხარის თანახმად, რეგიონის მოსახლეობა 120 ათასამდეა.

ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S