
ლარი გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა
25/09/2023 13:38:14 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6681 ლარი ეღირება, ევრო – 2.8381 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2647 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6816 ლარი ღირდა, ევრო – 2.8521 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2842 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 26 სექტემბერს ამოქმედდება.
- მოგვიანებით, ცნობილ გახდა, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, სებ–მა აუქციონზე 7 600 000 აშშ დოლარი გაყიდა.
"25 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 30 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 7 600 000 აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.6682 შეადგინა", – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქამდე, ეროვნული ბანკი ინტერვენციების შესახებ ინფორმაციას სამუშაო დღის 17:00 საათამდე, ანუ ლარის კურსის გამოცხადებამდე აქვეყნებდა, თუმცა დღეს ინტერვენციის შესახებ კურსის გამოცხადების შემდეგ გახდა ცნობილი.