Accentnews.ge
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები ალტერნატიული სივრცის გამოყოფას მოითხოვენ

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები ალტერნატიული სივრცის გამოყოფას მოითხოვენ

25/09/2023 12:20:46 საზოგადოება

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები ალტერნატიული სივრცის გამოყოფას მოითხოვენ. მშობლებმა ამ მოთხოვნით დღეს პრემიერ–მინისტრს მიმართეს და მთავრობის ადმინისტრაციაში წერილიც შეიტანეს.

ისინი პრემიერს 10-დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტის სხვა ფორმების გამოყენებას აანონსებენ.

ალტერნატიული სივრცის მოთხოვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დახურვასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია. ილიას უნივერსიტეტში ეს ცნობა უარყვეს და განაცხადეს, რომ მის სხვა სივრცეში გადატანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

ილიაუნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით დასკვნა აგვისტოში მიიღეს, თუმცა როგორც მშობელმა 13 სექტემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, ეს ინფორმაცია სწავლის დაწყების წინა დღეს მიაწოდეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ქეთი ლაკირბაიამ განაცხადა, რომ კვლევის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც C კორპუსის დათვალიერების დროს, ბზარები შენიშნეს. მან ვერ დაასახელა დეტალები, მათ შორის ვერც ხარჯებთან და გადატანის სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ ინსტიტუტის ბენეფიციარებთან ამ საკითხზე შეხვედრები იყო დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S