ერევანში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა
25/09/2023 12:05:35 მსოფლიო
ერევანში აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხეთის დედაქალაქში დილიდან გადაკეტილია ერევნის რამდენიმე ქუჩა. დაკავებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა.
ერევანში დაუმორჩილებლობის აქციები 25 სექტემბერს დილიდან დაიწყო. მომიტინგეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს.
ისინი ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებში ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.


