Accentnews.ge
აშშ უკრაინას ენერგეტიკული სისტემის მდგრადობისთვის $522 მილიონს გამოუყოფს

აშშ უკრაინას ენერგეტიკული სისტემის მდგრადობისთვის $522 მილიონს გამოუყოფს

25/09/2023 11:52:39 მსოფლიო

აშშ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად $522 მილიონს გამოყოფს. შესაბამის მემორანდუმს მხარეებმა ხელი მოაწერეს,– იუწყება უკრაინაში აშშ–ის საელჩო.

როგორც ირკვევა, უკრაინა თავდაპირველად $422 მილიონს მიიღებს სისტემის სტაბილურობის გასაზრდელად, ხოლო შემდგომ – $100 მილიონს შესაბამისი რეფორმებისთვის.

ამერიკული მხარე განმარტავს, რომ ამ დახმარების მიზანი, მათ შორის, რუსული თავდასხმების შედეგად დაზიანებული უკრაინული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარებაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S