სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უკრაინულ იერიშს რუსული ფლოტის სარდალი და კიდევ 34 რუსი ოფიცერი ემსხვერპლა
25/09/2023 11:44:36 მსოფლიო
სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უკრაინულ იერიშს რუსული ფლოტის სარდალი ვიქტორ სოკოლოვი და კიდევ 34 რუსი ოფიცერი ემსხვერპლა, - იუწყება უკრაინის სპეცოპერაციების ძალების პრესსამსახური.
მისივე ინფორმაციით, იმავე ოპერაციის დროს ხსენებულთა გარდა, კიდევ 105 ოკუპანტი იქნა ლიკვიდირებული, ხოლო თავად შტაბის შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარება.
რუსულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, 22 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებულ სევასტოპოლში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შესახებ. ქალაქის რუსმა გუბერნატორმა მიხეილ რაზვოჟაევმა თავის ტელეგრამ-არხში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე განხორციელებული ავიაიერიშის შესახებ განაცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაშინ ერთი სამხედროს უგზო-უკვლოდ დაკარგვისა და 5 უკრაინული რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყებოდა.


