Accentnews.ge
თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნის საკითხზე დისკუსია გაიმართება

თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნის საკითხზე დისკუსია გაიმართება

09/12/2019 05:22:35 სხვა, საზოგადოება

„რუსეთის კულტურის ცენტრი - ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში“, - აღნიშნულ თემაზე მოქალაქეთა, პოლიტიკოსთა, არტისტთა და ექსპერტთა, ასევე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის წევრთა საინიციატივო ჯგუფი კონფერენციას გამართავს.

კონფერენცია 9 დეკემბერს, 12:00 საათზე, „თბილისი რუმსში“ გაიმართება.

„კონფერენცია გთავაზობთ დისკუსიას საზოგადოების ფართო ფენების მონაწილოებით. დისკუსიაზე განხილული იქნება რუსეთის კულტურის ცენტრის შესაძლო დაფუძნებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ქართული საზოგადოების რეაგირების სტრატეგიები“, - აცხადებენ კონფერენციის ორგანიზატორები.

ეროვნული უსაფრთხოების თემებზე ისაუბრებენ ირაკლი მენაღარიშვილი, დავით სიხარულიძე, ბათუ ქუთელია, მეუფე მელქისედეკი, ნიკა გვარამია, ნინო ევგენიძე და ბეჟან ჯავახია.

სამოქალაქო და პოლიტიკური წინააღმდეგობის შესახებ დისკუსიას წარმათავენ გიგი თევაძე, ნუგზარ წიკლაური. შოთა დიღმელაშვილი, გია როინიშვილი, ნათია კობერიძე, ლაშა ბუღაძე, გიორგი მელაძე.

კონფერენციაზე ხელი მოეწერება მანიფესტს რუსეთის კულტურის ცენტრის, იგივე რუსული ჰიბრიდული ომის ანტისახელმწიფოებრივი იარაღის წინააღმდეგ.

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S