Accentnews.ge
დრონებით რუსეთის ოთხ რეგიონს შეუტიეს

დრონებით რუსეთის ოთხ რეგიონს შეუტიეს

25/09/2023 11:11:57 მსოფლიო

რუსეთის ოთხ რეგიონს 25 სექტემბრის ღამეს დრონები დაესხნენ თავს. კურსკში ერთდროულად ორი დრონი შეფრინვა,– თქვა რეგიონის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა.

მისი ცნობით, ცენტრალურ რაიონში რამდენიმე კერძო სახლი დაზიანდა, საცხოვრებელი კორპუსის მინები ჩაიმსხვრა, დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობის სახურავიც, თუმცა რომლის, მას არ დაუკონკრეტებია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წყაროებმა LIGA.net-ს განუცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას დარტყმა მიაყენეს. რეგიონის დედაქალაქის მერმა იგორ კუცაკმა განმარტა, რომ სულ 15 სახლი და 4 მანქანა დაზიანდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ეს არის მეოთხე თავდასხმა კურსკზე ერთ დღეში. 24 სექტემბერს დრონებით შეუტიეს FSB-ს შენობას და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აეროპორტის მახლობლად. მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წყაროებმა განაცხადეს ამ ობიექტებზე პირდაპირი დარტყმის შესახებ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხოლოდ „ადმინისტრაციული შენობის სახურავის მცირე დაზიანებაზე“ ისაუბრა.

რამდენიმე Z-არხი ასევე იტყობინება კურსკის რეგიონში, ხალინოს აეროდრომზე თავდასხმის მცდელობის შესახებ. მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

დრონებით შეტევა დაფიქსირდა ბრიანსკის ოლქში. ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს სურაჟსკის რაიონში, – განაცხადა გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა. მისი თქმით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავდასხმები კურსკისა და ბრიანსკის რაიონებზე და ამტკიცებს, რომ ყველა დრონი გაანადგურეს.

კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ტულას რეგიონში. რეგიონული უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა, რომ ის მოიგერიეს საჰაერო თავდაცვის სისტემების დახმარებით. "ბაზა"–ს ცნობით, ტულას აეროპორტის თავზე ცა დახურეს. მსგავსი ზომები იქნა მიღებული დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში.

ჩამოგდებული დრონის შესახებ საუბრობს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვიც. მისი თქმით, მოწყობილობა გრეივორონსკის რაიონში მოხვდა.

კიდევ ერთი დრონი დაზიანებული ფრთით აღმოაჩინეს ფსკოვის რაიონის სოფელ სუხოვერკოვოსთან, ლატვიის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში. როდის ჩამოვარდა ის, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ის შეიძლება, ფსკოვის აეროდრომზე მასიური თავდასხმის დროს ჩამოვარდნილიყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S