კურსკის აეროდრომზე უკრაინულ შეტევას რუსული ავიადივიზიონის ხელმძღვანელობა და ФСБ-ს ოფიცრები ემსხვერპლნენ
25/09/2023 11:00:25 მსოფლიო
კურსკის მახლობლად მდებარე აეროდრომ ხალინოზე უკრაინული დრონების შეტევის შედეგად რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ჟდანოვის სახელობის გამანადგურებლების მე-14 დივიზიონის რამდენიმე ოფიცერი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაიჭრა, - იუწყება LIGA.net კრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემას უკრაინულ უწყებაში განუცხადეს, დრონი უკვე მას შემდეგ აფეთქდა, რაც რადიოლექტრონული ბრძოლის რუსულმა საშუალებებმა მას ასაფრენ ზოლზე დაჯდომა აიძულეს. "საბრძოლო "ნადავლის" დასათვალიერებლად ადგილზე ავიადივიზიონის ხელმძღვანელობა და ФСБ-ს ოფიცრები მივიდნენ. დეტონაცია დრონისთვის ფოტოების გადაღებისას მოხდა.
აფეთქების შედეგად დაიღუპნენ ავიადივიზიონის მეთაური, მისი მოადგილე, ავიატორი ოფიცრების ჯგუფი, აეროდრომის მუშაკები და ФСБ-ს სამხედრო კონტრდაზვერვის წარმომადგენელი.


