Accentnews.ge
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: აშშ-ის არჩევნების შედეგების მიუხედავად, ლონდონი კიევის მხარდაჭრას კვლავ გააგრძელებს

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: აშშ-ის არჩევნების შედეგების მიუხედავად, ლონდონი კიევის მხარდაჭრას კვლავ გააგრძელებს

25/09/2023 10:56:16 მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ გრანტ შაპსის განცხადებით, აშშ-ის არჩევნების შედეგების მიუხედავად, ლონდონი კიევის მხარდაჭრას კვლავ გააგრძელებს.

მისი თქმით, კიევის მიმართ ლონდონის მხარდაჭერა ურყევია:

„გარკვეული დრო გავა, სანამ დავინახავთ, რა ხდება რესპუბლიკელთა [პრაიმერიზში], მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინაში ჩვენი მეგობრების მხარში დგომას. გულწრფელად მჯერა იმის, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა ამ კვირაში. მისი თქმით, სინამდვილეში ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ მათი და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია, ისე მოიქცნენ, რომ უკრაინა დემოკრატიულ სახელმწიფოდ დარჩეს. ჩვენ ვიცით, რა ხდება, როცა ტირანს უფლებას ვაძლევთ, შეიჭრას მეზობელთან და შემდეგ სვლა დასავლეთისკენ გააგრძელოს", – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ "აუცილებელია, პუტინის მიერ დემოკრატიულ მეზობელთან შეჭრას შედეგები მოჰყვეს".

შაპსის ცნობით, ბრიტანეთი აგრძელებს კიევისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას და ასევე აპირებს უკრაინელი მფრინავების მომზადებას F-16 გამანადგურებლებისთვის.

როგორც მან აღნიშნა, დიდ ბრიტანეთში წლის ბოლომდე 30 000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაივლის წვრთნას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S