რუსი აქტივისტი თურქეთში მოკლული იპოვეს
25/09/2023 10:47:56 მსოფლიო
ფემინისტური და ომის საწინააღმდეგო მოძრაობის რუსი აქტივისტი ანასტასია ემელიანოვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, თურქეთში, ერზრუმში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ მისმა მეგობარმა ანასტასია პოლოზკოვამ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიციამ მკვლელობის ჩადენაზე ეჭვით ქალის საქმრო დააკავა.
„ნასტიას 20 რიცხვიდან ვერ უკავშირდებოდნენ. ბოლო ორი დღეა, ვეძებდით. მერე ვიპოვეთ. <…> პოლიციამ ჯერ კიდევ გუშინ განცხადების მიღება არ ისურვა. დღეს თანამებრძოლმა მეგობრებმა მათგან ინფორმაციის მიღებას მიაღწიეს.
თურქეთში ნასტიას დედისთვის ადვოკატი უფასოდ უზრუნველყვეს არაჩვეულებრივმა თურქმა ფემინისტებმა, რომლებიც ეხმარებიან ქალებს ძალადობის შემთხვევებში“, - წერს ქალი.
პოლოზკოვამ თქვა, რომ მოკლულის მეგობრები და ნათესავები ცხედრის სამშობლოში გადასვენებას ცდილობენ.
ანასტასია ემელიანოვა ბოლო დროს ერზრუმში ცხოვრობდა. ის იყო YouTube არხის "Феминистки поясняют"-ის ერთ-ერთი ავტორი. "ის ებრძოდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ეხმარებოდა ადამიანებს, სურდა ცხოვრება",– აღნიშნა პოლოზკოვამ.


