რუსეთი კურსკზე დრონებით შეტევის თაობაზე კვლავ იუწყება
25/09/2023 08:36:21 მსოფლიო
რუსეთი კურსკზე დრონებით შეტევის თაობაზე კვლავ იუწყება.
ქალაქის მერის იგორ კუცაკის განცხადებით, "მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანებულია მრავალსართულიანი სახლის 15 ბინა და ადმინისტრაციული შენობის სახურავი".
გამოცემა LIGA.net უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ დრონით დარტყმა იყო შენობაზე, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, "კურსკის ოლქში 2 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს".
უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც სულ უფრო გახშირდა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა. უკრაინის ხელისუფლება ამ თავდასხმებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.


