Accentnews.ge
არგენტინაში მექსიკის ელჩს წიგნის ქურდობაში ადანაშაულებენ

არგენტინაში მექსიკის ელჩს წიგნის ქურდობაში ადანაშაულებენ

09/12/2019 05:03:21 სხვა, მსოფლიო

არგენტინაში მექსიკის ელჩი ოსკარ რიკარდო ვალერო, რომელსაც ბუენოს-აირესის ერთ-ერთი მაღაზიიდან წიგნის ქურდობაში ადანაშაულებენ, სამშობლოში დაბრუნდება. ამის შესახებ Twitter-ზე მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარსელო ებრარდი წერს

„ეთიკის კომიტეტს ვთხოვე, შეესწავლა ინციდენტი, რომლის მიხედვითაც არგენტინაში ჩვენს ელჩს წიგნის ქურდობაში ადანაშაულებენ. ამ ეტაპზე ელჩს სამშობლოში დაბრუნება ვურჩიე. თუ ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდება, ის თანამდებობას დატოვებს“, - წერს ებრარდი.

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რომ 76 წლის დიპლომატმა წიგნის მაღაზია El Ateneo-ში დახლიდან ჯაკომო კაზანოვას ბიოგრაფია აიღო და გაზეთის ქვეშ მაღაზიიდან მისი გატანა სცადა. ელჩი დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S