
უკრაინელმა მოციგურავეებმა წყვილს საქართველოდან გამარჯვება რუსული წარმომავლობის გამო არ მიულოცეს
25/09/2023 08:15:59 საზოგადოება
უკრაინელმა მოციგურავეებმა ვიოლეტა სეროვამ და ივან ხობტამ უარი თქვეს, გამარჯვება მიელოცათ წყვილისთვის საქართველოდან ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავასთვის ბუდაპეშტში იუნიორთა გრან-პრის ეტაპზე. თავად უკრაინელებმა ამ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს.
დაჯილდოების ცერემონიაზე მეტელკინა და ბერულავა ბრინჯაოს მედალოსნებს – მარტინ არიონო კენტისა და ჩარლზ ლალიბერტე-ლორანის (კანადა) ჩაეხუტნენ, შემდეგ კი სეროვასა და ხობტას მიუახლოვდნენ, რათა მეტოქეებისთვის ვერცხლის მედალი მიელოცათ, თუმცა მათ ამ წვილთან კონტაქტზე უარი თქვეს.
ანასტასია მეტელკინა საქართველოს ნაკრებს 2020 წელს შეუერთდა, ლუკა ბერულავამ - 2019 წლიდან. სპორტსმენები რუსეთის მკვიდრნი არიან და ვარჯიშობენ პაველ სლიუსარენკოსთან, – იუწყება პორტალი "ჩემპიონატი".
მწვრთნელმა ტატიანა ტარასოვამ რუსულ სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვისტისთან" თქვა, რომ უკრაინელი სპორტსმენები უნდა დისკვალიფიცირდნენ "შეჯიბრებებზე ქცევის წესების დარღვევისთვის".