Accentnews.ge
რუსული "აზიმუტი" საქართველოს მიმართულებით მარშრუტებს ამატებს

რუსული "აზიმუტი" საქართველოს მიმართულებით მარშრუტებს ამატებს

25/09/2023 07:54:52 ეკონომიკა, საზოგადოება

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" 9 ოქტომბრიდან მოსკოვიდან (ვნუკოვო) ბათუმის მიმართულებით, ხოლო 11 ოქტომბრიდან სოჭიდან თბილისში ფრენებს იწყებს,– ამის შესახებ რუსული ავიაკომპანიის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

"აზიმუტ"–ის ცნობით, ფრენები განხორციელდება შემდეგი განრიგის მიხედვით:

სოჭი–თბილისი–სოჭი

  • ოთხშაბათს – გამგზავრება სოჭიდან 09:55;
  • გამგზავრება თბილისიდან 13:00 საათზე.
  • შაბათს – გამგზავრება სოჭიდან 14:30;
  • გამგზავრება თბილისიდან 17:35 საათზე.

მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი

  • ორშაბათს და ხუთშაბათს - გამგზავრება მოსკოვიდან 13:45;
  • გამგზავრება ბათუმიდან 19:25 საათზე.

ამჟამად "აზიმუტი" ახორციელებს ფრენებს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით.

საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას ავიაკომპანიისთვის ახალ მარშრუტებზე ფრენის ნებართვის გაცემის შესახებ ჯერ არ გამოუცხადებია.

რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის ფრენები აზიმუტის გარდა Georgian Airways (თბილისი-მოსკოვი-თბილისი) და Red Wings (მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი, სოჭი-თბილისი-სოჭი) აქვთ.

22 სექტემბერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უარყო ინფორმაცია ევროკავშირის "შავ სიაში" შეყვანილი Rossiya Airlines-ის საქართველოში ფრენების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S