Accentnews.ge
ერევანში 140-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს

ერევანში 140-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს

25/09/2023 07:31:07 მსოფლიო

ერევანში აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხეთის დედაქალაქში დილიდან გადაკეტილია ერევნის რამდენიმე ქუჩა. დაკავებული მომიტინგეების რაოდენობამ 140-ს გადააჭარბა.

ერევანში დაუმორჩილებლობის აქციები 25 სექტემბერს დილიდან დაიწყო. მომიტინგეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს.

ისინი ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებში ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S