Accentnews.ge
მინსკში რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები იმართება

მინსკში რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები იმართება

09/12/2019 04:40:57 სხვა, მსოფლიო

ორი დღეა, მინსკში რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები იმართება. დემონსტრანტებს ხელში უჭირავთ ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის თეთრ-წითელი დროშები, რომელიც ოპოზიციის სიმბოლოდ იქცა; ევროკავშირის დროშები; ასევე პლაკატები წარწერებით: „არავითარი ინტეგრაცია!“. პოლიცია, ისევე როგორც შაბათს, არ ერევა მოვლენებში.

რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები შაბათს დაიწყო ბელარუსის და რუსეთის პრეზიდენტების, ალექსანდრ ლუკაშენკასა და ვლადიმირ პუტინის სოჭში შეხვედრის ფონზე. ვარაუდობდნენ, რომ მასზე ლუკაშენკა და პუტინი ხელს მოაწერდნენ რიგ დოკუმენტებს ორი ქვეყნის „ინტეგრაციის გაღრმავების“ თაობაზე. რა დოკუმენტებზეა ლაპარაკი, არ არის ცნობილი.

პუტინისა და ლუკაშენკას მოლაპარაკებები 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პრესკონფერენცია არ გამართულა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ ორეშკინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტებმა მოახერხეს რიგი სადავო საკითხების გადაჭრა, დანარჩენი კი ექსპერტების დონეზე განიხილება. ორი ქვეყნის ლიდერების შემდეგი შეხვედრა 20 დეკემბერს გაიმართება სანქტ-პეტერბურგში.

ბელარუსის ოპოზიცია ლუკაშენკასა და პუტინს შორის შეხვედრას „საიდუმლო გარიგებას“ უწოდებს. რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ბელორუსებს უვადო საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდეს. ისინი შიშობენ, რომ ფაქტობრივად რუსეთის შემადგენლობაში შესვლით ქვეყანამ შეიძლება სუვერენიტეტი დაკარგოს.

ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფო, რომლის თაობაზე ხელშეკრულებასაც 20 წლის წინ მოეწერა ხელი, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. კერძოდ, ის გულისხმობს ახალი ვალუტის, სასამართლოსა და საბაჟოს შექმნას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S