საფრანგეთს ნიგერიდან ჯარი გაჰყავს
25/09/2023 05:33:03 მსოფლიო
საფრანგეთი ნიგერიდან, სადაც ივლისში სამხედრო გადატრიალება მოხდა, ჯარს გაიყვანს, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მისი თქმით, 1500 ჯარისკაცის გაყვანა წლის ბოლომდე განხორციელდება.
Reuters წერს, რომ საფრანგეთის გასვლა, სავარაუდოდ, გაამძაფრებს დასავლეთის შეშფოთებას აფრიკაში რუსეთის გავლენის გაფართოების გამო. აღსანიშნავია, რომ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფი "ვაგნერი" უკვე იმყოფება ნიგერის მეზობელ მალიში.


