სომხეთი: ყარაბაღი 2900-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა
25/09/2023 05:30:58 მსოფლიო
სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მთიანი ყარბაღი 2900-ზე მეტმა ადამიანმა უ.კვე დატოვა
სომხეთის მთავრობის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 25 სექტემბრის 06:00 საათისთვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გაემგზავრა 2906 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 1000-მდე ადამიანს საცხოვრებელი თავად ჰქონდა, 1100 სომხეთის მთავრობამ უზრუნველყო, დანარჩენების საჭიროების შეფასება კი გრძელდება.
22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ "მზად არიან, ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავის სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ". სომხური მხარის თანახმად, რეგიონის მოსახლეობა 120 ათასამდეა.
ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.


