Accentnews.ge
კურსკის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

კურსკის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

25/09/2023 05:16:11 მსოფლიო

კურსკის ოლქში მდებარე ხალინოს სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან. ამის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი რუსი, ე.წ. სამხედრო ბლოგერები წერენ. ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 სექტემბერს, ღამით მხოლოდ ის განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით კურსკის ოლქის თავზე „გაანადგურეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“.

ქალაქ კურსკზე დრონებით შეტევა იყო 24 სექტემბერს დღისითაც. კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ „უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია ადმინისტრაციულ შენობას“. რომელს, გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია. სტაროვოიტის მტკიცებით, „უმნიშვნელოდ დაზიანდა სახურავი“. რუსული მედიით გავრცელებული ცნობებით, დარტყმა იყო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სამმართველოს შენობაზე. 24 სექტემბერს, კურსკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც.

უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა სულ უფრო გახშირდა. უკრაინის ხელისუფლება ამ თავდასხმებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S