Accentnews.ge
ჩინეთი და სირია სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

ჩინეთი და სირია სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

22/09/2023 21:13:22 მსოფლიო

ჩინეთი და სირია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან ჩინეთის ქალაქ ხანგჯოუში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

„სტრატეგიული პარტნიორობა საეტაპო იქნება ორი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებში“, – განაცხადა სი ძინპინმა.

ამასთან, სი ძინპინმა დასავლეთს მოუწოდა, სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნას.

„ჩინეთი ეწინააღმდეგება გარე ჩარევებს სირიის შიდა საქმეებში და მოვუწოდებთ ყველა რელევანტურ სახელმწიფოს, მოხსნან ცალმხრივი სანქციები, რომლებიც სირიის წინააღმდეგ აქვთ დაწესებული“, – ნათქვამია ჩინეთის ლიდერის განცხადებაში, რომელსაც ჩინური მედია ავრცელებს.

სირიის ლიდერი 2004 წლის შემდეგ ჩინეთში პირველად ჩავიდა. ბაშარ ასადი ჩინეთში დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებას, აზიურ თამაშებს დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ სირია 2022 წელს შეუერთდა ჩინეთის პროექტს „ერთი გზა და ერთი სარტყელი“.

ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები 2011 წელს სირიაში წამოწყებული სამოქალაქო ომის გამო დააწესეს. სხვადასხვა ცნობით, ამ ომის შედეგად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მოკლეს, მილიონობით მოქალაქე იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S