Accentnews.ge
შსს–მ მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ, რომელიც ძალოვანებს ძალადობაში ადანაშაულებს, საქმე ორი მუხლით აღძრა

შსს–მ მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ, რომელიც ძალოვანებს ძალადობაში ადანაშაულებს, საქმე ორი მუხლით აღძრა

08/12/2019 12:48:55 სხვა, სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიუდოისტ ლაშა ბექაურის წინააღმდეგ, რომელიც პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, საქმე ორი მუხლით აღძრა. 

როგორც "აქცენტს" შს სამინისტროში განუცხადეს, სპორტსმენის წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე და 166-ე მუხელბით მიმდინარეობს:

"ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს". 

მსოფლიო ჩემპიონი 19 წლის ლაშა ბექაური ქართულ პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერდა, გუშინ ვარჯიშის დასრულების შემდეგ ის თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვეს, თუმცა სამართალდამცავები "ძმაოთი" მიმართვამ გააღიზიანა. მისი თქმით, ამ შელაპარაკების შემდეგ იგი ძალის გამოყენებით წაიყვანეს მანქანით და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, პოლიციელებმა მასზე განყოფილებაშიც გააგრძელეს ძალადობა. ბექაურმა "პოსტი" გამოქვეყნებიდან დაახლოებით 20 წუთში წაშალა. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S