
მთიანი ყარაბაღის სომხური ქვედანაყოფები იარაღს აბარებენ
22/09/2023 20:04:48 კავკასია
რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის სარდლობის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩაბარება დაიწყო, – იუწყება მთიან ყარაბაღში განლაგებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტი ტელეგრამ–არხით.
"პროცესი რუსი სამხედრო მოსამსახურეების კონტროლით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებები ტოვებენ პოზიციებს ევლახში გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში",– ნათქვამია შეტყობინებაში.
რუსი სამშვიდობოები აცხადებენ, რომ დღემდე ჩაბარებულია 800-ზე მეტი მცირე ზომის იარაღი, ყუმბარა, ნაღმტყორცნები, ATGM და MANPADS.
მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰიკმეტ ჰაჯიევმა Reuters-ს განუცხადა, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღელი სომეხი მებრძოლებისთვის, რომლებიც იარაღს ყრიან.
„თუნდაც ყოფილ სამხედროებსა და მებრძოლებთან დაკავშირებით, თუ შეიძლება მათი ასე კლასიფიცირება, თუნდაც მათთვის, ჩვენ ამნისტიას ვგეგმავთ“, - განაცხადა ჰაჯიევმა.
ჰაჯიევმა თქვა, რომ ყარაბაღელი სომხების უფლებები დაცული იქნება აზერბაიჯანში მათი ინტეგრაციის ფარგლებში:
„ამჟამად ჩვენ ვხედავთ, არმიის ცალკეულ ჯგუფებისა და ოფიცრებს, რომლებმაც გააკეთეს საჯარო განცხადებები, რომ ისინი არ დათანხმებულან ჩვენს პირობებს და გააგრძელებენ წინააღმდეგობას. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ რამდენიმე მცირე ჯგუფი ტყეში გადადის. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა და უსაფრთხოების დიდი გამოწვევა. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს გარკვეულ გამოწვევებს და სირთულეებს, მაგრამ არა ასეთი მასშტაბის".