საქართველოს პრეზიდენტი ოთარ ფარცხალაძეს ამ ეტაპზე არ უწყეტს საქართველოს მოქალაქეობას
22/09/2023 18:23:59 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ უწყეტს.
"ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე",– ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
აშშ–მა სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს. სახელმწიფო დეპარტამენტი მას რუს–ქართველ ოლიგარქად მოიხსენიებს და "ეფესბეს"–თან კავშირში ამხელს. ამასთან დაკავშირებით სუს–ში განაცხადეს, რომ აწარმოებენ მოკვლევას, შემდეგ პროკურატურამ (რომელიც გამოძიებაზე ზედამხედველი ორგანოა) ამცნო საზოგადოებას, რომ სუს–ში გამოძიება მიმდინარეობს. 22 სექტემბერს მედიას დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძე გამოკითხულია, მოგვიანებით ინფორმაცია ჟურნალისტებს სუს–ში დაუდასტურეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ, მათ შორის ის, თუ რა მუხლით მიმდინარეობს ძიება.
იხილეთ ასევე: რა მასშტაბის პრობლემებს ავლენს ყოფილი მთავარი ბრალმდებლის დასანქცირება


