Accentnews.ge
მედია: ბაიდენი დაჰპირდა ზელენსკის ATACMS–ის რაკეტების მიწოდებას

მედია: ბაიდენი დაჰპირდა ზელენსკის ATACMS–ის რაკეტების მიწოდებას

22/09/2023 15:44:02 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ აშშ სეზღუდული რაოდენობით გადასცემს უკრაინას ATACMS–ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს რუსეთთან ომში დასახმარებლად,– იუწყება NBC News.

აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა და კონგრესის წარმომადგენელმა, რომელიც იცნობს დისკუსიების დეტალებს, არ დააკონკრეტეს გამოცემასთან, როდის მიიღებს რაკეტებს უკრაინა, ან როდის გაკეთდება საჯარო განცხადება.

უკრაინა ითხოვს ATACMS–ის რაკეტებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, ზუსტი დარტყმები განახორციელონ მნიშვნელოვან სამიზნეებზე ფრონტის სიღმეში.

ზელენსკი 21 სექტემბერს ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დემოკრატ და რესპუბლიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს.

ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტისას ოფიციალურად გამოცხადდა, რომ უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს კიდევ 325 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S