ბორელი: არასტაბილურობის წრეში ვცხოვრობთ გიბრალტარიდან კავკასიამდე
22/09/2023 15:20:12 მსოფლიო
ჩვენ ვცხოვრობთ არასტაბილურობის წრეში გიბრალტარიდან კავკასიამდე. ეს მოხდა უკრაინის ომამდე და გაგრძელდება უკრაინის ომის შემდეგაც, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა „გარდიანთან“ ისაუბრა.
ამავე ინტერვიუში ბორელმა ისაუბრა უკრაინის ევროკავშირში გაწევრაინების პერსპექტივებზე.
მისი თქმით, უკრაინას და ევროკავშირს რეფორმების დიდი პროცესი დასჭირდებათ, თუმცა თქვა იისც, რომ უკრაინის წევრობა იქნებოდა „მძინარე სიესტის“ დასასრული, რადგან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში იყო ერთგვარი ჩიხი, ხოლო უკრაინამ ახალი დინამიკა შექმნა.
„ჩვენ, ბალახისმჭამელები მტაცებლების სამყაროში ვართ. ეს არის ძალაუფლების პოლიტიკის სამყარო, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მხედველობაში, რომ ვაჭრობითა და კანონის უზენაესობის ქადაგებით შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ მსოფლიოში. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიქადაგოთ კანონის უზენაესობა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობენ ლიდერები, რომლებსაც სხვაგვარად უნდა მოვეპყროთ“, – თქვა ბორელმა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს სჯერა, რომ დემოკრატიები სუსტი, მყიფეა და ადრე თუ გვიან დაიღლებიან.


