Accentnews.ge
პოლონეთმა და უკრაინამ მარცვლეულის საკითხზე კომპრომისს მიაღწიეს

პოლონეთმა და უკრაინამ მარცვლეულის საკითხზე კომპრომისს მიაღწიეს

22/09/2023 13:05:55 მსოფლიო

უკრაინა და პოლონეთი ხორბლის ექსპორტის საკითხზე ერთობლივი გადაწყვეტისა და კომპრომისის გამონახვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

მოელიან, რომ საბოლოო შეთანხმება მიმდინარე კვირაშივე შედგება და ორ ქვეყანას შორის ამ თემის ირგვლივ შექმნილი დაძაბულობა აღმოიფხვრება.

უკრაინული ხორბლის ექსპორტის საკითხი პოლონელ კოლეგასთან ერთად უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განიხილეს.

უკრაინული პორტების ბლოკირების შემდეგ, ქვეყანა იძულებული გახდა, მარცვლეულისთვის ალტერნატიული მარშრუტი – პოლონეთის მიმართულება გამოეყენებინა. თუმცა დიდი რაოდენობით დაგროვილმა ხორბალმა ფასების მკვეთრი დაცემა განაპირობა. აღნიშნულს პოლონელი ფერმერების უკმაყოფილება მოჰყვა. პოლონეთმა ადგილობრივი ფერმერების დაცვის მოტივით, 2023 წელს აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე უკრაინული ხორბლის ექსპორტის შეზღუდვას მიაღწია, თუმცა სექტემბერში ევროკომისიამ უარი თქვა აკრძალვის გაგრძელებაზე, რომელიც 15 სექტემბრამდე მოქმედებდა. ამჯერად უკვე პოლონეთმა და სხვა ქვეყნებმა აკრძალვის გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღეს. თემა პოლონეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S