Accentnews.ge
ერევანში გამართულ საპროტესტო აქციებზე 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ერევანში გამართულ საპროტესტო აქციებზე 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

22/09/2023 12:33:08 კავკასია

22 სექტემბერს ერევანში გამართულ საპროტესტო აქციებზე 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

დემონსტრანტებმა მთავრობის შენობის შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, რათა სახელმწიფო მოხელეები არ გაეტარებინათ.

დაკავებულთა შორის არის სომხეთის მეორე პრეზიდენტის ლევონ ქოჩარიანის ვაჟი. ასევე დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატი ანდრანიკ თევანიანი.

ერევანში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება. გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის მთავრობამ უარი თქვა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებებში ჩართვაზე.

აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და მთიანი ყარაბაღისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S