
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა
07/12/2019 19:59:58 სხვა, სამართალი, საზოგადოება
53 წლის ასაკში რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.არსებული ინფორმაციით, ზაზა ურუშაძე ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" (1981).