Accentnews.ge
სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინა დაბომბეს

სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინა დაბომბეს

22/09/2023 11:24:45 მსოფლიო

რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა,– იუწყება რუსული მედია ე.წ. გუბერნატორ მიხეილ რაზვოჟაევზე დაყრდნობით.

„მტრებმა სარაკეტო დარტყმა მიაყენეს ფლოტის შტაბ-ბინას. ფრაგმენტი ლუნაჩარსკის თეატრთან დაეცა“, - აცხადებს ე.წ. გუბერნატორი.

მისი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 22 სექტემბერს დილით ყირიმის წინააღმდეგ განხორციელებულ იერიშში უკრაინულმა მხარემ გამოიყენა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები. განცხადების თანახმად, რუსეთის ჯარებმა შეძლეს ერთი რაკეტისა და ორი დრონის ჩამოგდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S