Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინამ მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენა რუსეთის სენსიტიურ ობიექტებს

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინამ მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენა რუსეთის სენსიტიურ ობიექტებს

22/09/2023 09:00:40 მსოფლიო

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ უჩვეულოდ ინტენსიური თავდასხმები განიცადეს.

დაზვერვა ანგარიშში მიუთითებს ცნობებს ყირიმში, კრასნოდარის ოლქსა და მოსკოვის მახლობლად რუსეთის ლოგისტიკურ ობიექტებზე, საჰაერო ბაზებსა და სამეთაურო პუნქტებზე მომხდარი აფეთქებების შესახებ და აღნიშნავს: "დიდი ალბათობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი კვლავ მძიმე დარტყმის სამიზნე გახდა. თუმცა, მოსკოვის მახლობლად მდებარე ჩკალოვსკის აეროდრომზე აფეთქებები, სავარაუდოდ, ყველაზე სტრატეგიული პრობლემა იქნება რუსეთის ლიდერებისთვის. ეს არის სენსიტიური ადგილი, რადგან იქ განლაგებულია სპეციალიზებულ სამხედრო თვითმფრინავები, ასევე რუსეთის ლიდერების „ვი-აი-პი" ტრანსპორტი".

ბრიტანელი სპეცსამსახურები განსაკუთრებით აქტუალურს უწოდებენ ინფორმაციას COOT-ის (ილ-20) სპეციალური მისიის თვითმფრინავის დაზიანების შესახებ:

„ზუსტი ვარიანტი გაურკვეველია, მაგრამ ეს ღირებული აქტივები ახორციელებენ მისიებს, რომლებიც მოიცავს ელექტრონულ დაზვერვის მონაცემების შეგროვებას”.

ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა გასული კვირის განმავლობაში უკრაინის მასშტაბით არაერთი დარტყმა განახორციელა: „ეს უჩვეულო ინტენსივობა, სავარაუდოდ, ნაწილობრივ არის პასუხი რუსეთსა და ყირიმში მომხდარ ინციდენტებზე. სახმელეთო ბრძოლა შედარებით სტატიკურია, თითოეული მხარე უპირატესობას ეძებს მოწინააღმდეგის სტრატეგიულ სიღრმეზე დარტყმით".

მანამდე იუწყება ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) უახლეს ანგარიშში იუწყებოდა, რომ, უკრაინული ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა უკვე მოქმედებენ სამხრეთში რუსეთის მთავარი თავდაცვითი რაიონის ბოლო ხაზზე, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად არღვევენ ზაპოროჟიეს რეგიონში:

"21 სექტემბერს გამოქვეყნებული კადრები აჩვენებს, რომ უკრაინულმა ჯავშანმა გადალახა რუსული ტანკსაწინააღმდეგო თხრილებისა და ე.წ. „დრაკონის კბილები“ სამხრეთით, რომლებიც სამხაზიანი თავდაცვის ნაწილს წარმოადგენენ და შეზღუდულ ბრძოლაში ჩაერთო ვერბოვოის დასავლეთით (18 კმ. ორეხოვას სამხრეთ-აღმოსავლეთით). როგორც აღინიშნა, ეს არის უკრაინული ძალების მიერ ჯავშანტექნიკის გამოყენების პირველი დაფიქსირებული შემთხვევა რუსეთის სამხაზიანი თავდაცვითი ხაზის მიღმა. რუსეთის ამჟამინდელი თავდაცვითი რაიონის ბოლო ხაზის მიღმა უკრაინული ჯავშანტექნიკის არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინელებმა პირველი ორი ხაზის საკმარისად გარღვევა უზრუნველყვეს, რათა მასზე ტექნიკას გაევლო".

ანალიტიკოსების დასკვნით, უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ჩაახშეს რუსული საარტილერიო და სხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები ამ მხარეში იმდენად, რომ მათ ტექნიკა წინ წასულიყო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარი, ჯავშანტექნიკით მივიდეს რუსეთის ყველაზე მძლავრ თავდაცვით ხაზზე, ასევე გამოიყენოს ეს ტექნიკა მომზადებულ რუსულ თავდაცვით პოზიციებთან ახლოს, უკრაინის კონტრშეტევაში პროგრესის მნიშვნელოვანი ნიშანია,– აჯამებენ ანალიტიკოსები.

მათივე შეფასებით, 20 და 21 სექტემბერს გამოქვეყნებული დამატებითი კადრები აჩვენებს, რომ უკრაინული ჯარები ასევე მიიწევდნენ ვერბოვის დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით.

ISW–ის მკვლევარები ასკვნიან, რომ რუსულმა ჯარებმა აგვისტოს შუა რიცხვებიდან ვერ შეძლეს უკრაინული ძალების ეტაპობრივი, მაგრამ თავდაჯერებული წინსვლის შეჩერება ზაპოროჟიეს რეგიონში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S