Accentnews.ge
ბლოკადის გარღვევა: კიდევ სამი გემი მიემართება უკრაინის პორტებისკენ

ბლოკადის გარღვევა: კიდევ სამი გემი მიემართება უკრაინის პორტებისკენ

22/09/2023 08:23:44 მსოფლიო

სამი ახალი გემი უკრაინის პორტებისკენ მიემართება საექსპორტო პროდუქციის ჩასატვირთად. ისინი სოფლის მეურნეობის 100 ათას ტონაზე მეტი მოცულობის პროდუქტით და ლითონის მადანით დაიტვირთებიან,– იუწყება ქვეყნის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე კუბრაკოვი.

"გადამზიდავებმა Azara, Ying Hao 01, Eneida დაადასტურეს მზადყოფნა, გამოიყენოს დროებითი დერეფანი სამოქალაქო გემებისთვის და მიემართებიან იუჟნისა და ჩერნომორსკის პორტებისკენ", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ჩატვირთვის შემდეგ გემები გაემგზავრებიან ჩინეთის, ეგვიპტისა და ესპანეთის მიმართულებით.

გასულ თვეში უკრაინამ გამოაცხადა „ჰუმანიტარული დერეფნის“ შექმნა შავ ზღვაში, რათა გაეთავისუფლებინა მის პორტებში 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩარჩენილი გემები რუსული ბლოკადის გვერდის ავლით, რომელიც მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც რუსეთი გავიდა უსაფრთხო ექსპორტის შეთანხმებიდან და დაიწყო საპორტო ინფრასტრუქტურის დაბომბვა.

ჯერ ოდესა დატოვა 5 გემმა, რომლებიც ომის დაწყებიდან უკრაინაში ჩარჩნენ. პირველი გემები, რომლებიც პორტებში შევიდნენ და შემდეგ გავიდნენ, იყვნენ Resilient Africa და Aroyat, რომლებმაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში 20 ათას ტონაზე მეტი უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი მოახდინეს.

მედიის შეფასებით, ამ გემების გაგზავნა არის ტესტი, თუ როგორ შეუძლია უკრაინის გახსნას საზღვაო გზები, რადგან რუსეთი კვლავ ცდილობს ბლოკადის აღდგენას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S