Accentnews.ge
ISW: უკრაინულმა ძალებმა სამხრეთით რუსების თავდაცვის მთავარი ხაზი გაარღვიეს

ISW: უკრაინულმა ძალებმა სამხრეთით რუსების თავდაცვის მთავარი ხაზი გაარღვიეს

22/09/2023 06:51:19 მსოფლიო

უკრაინული ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა უკვე მოქმედებენ სამხრეთში რუსეთის მთავარი თავდაცვითი რაიონის ბოლო ხაზზე, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად არღვევენ ზაპოროჟიეს რეგიონში,– იუწყება ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) უახლეს ანგარიშში.

21 სექტემბერს გამოქვეყნებული კადრები აჩვენებს, რომ უკრაინულმა ჯავშანმა გადალახა რუსული ტანკსაწინააღმდეგო თხრილებისა და ე.წ. „დრაკონის კბილები“ სამხრეთით, რომლებიც სამხაზიანი თავდაცვის ნაწილს წარმოადგენენ და შეზღუდულ ბრძოლაში ჩაერთო ვერბოვოის დასავლეთით (18 კმ. ორეხოვას სამხრეთ-აღმოსავლეთით). როგორც აღინიშნა, ეს არის უკრაინული ძალების მიერ ჯავშანტექნიკის გამოყენების პირველი დაფიქსირებული შემთხვევა რუსეთის სამხაზიანი თავდაცვითი ხაზის მიღმა. რუსეთის ამჟამინდელი თავდაცვითი რაიონის ბოლო ხაზის მიღმა უკრაინული ჯავშანტექნიკის არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინელებმა პირველი ორი ხაზის საკმარისად გარღვევა უზრუნველყვეს, რათა მასზე ტექნიკას გაევლო.

ქნალიტიკოსების დასკვნით, უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ჩაახშეს რუსული საარტილერიო და სხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები ამ მხარეში იმდენად, რომ მათ ტექნიკა წინ წასულიყო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარი, ჯავშანტექნიკით მივიდეს რუსეთის ყველაზე მძლავრ თავდაცვით ხაზზე, ასევე გამოიყენოს ეს ტექნიკა მომზადებულ რუსულ თავდაცვით პოზიციებთან ახლოს, უკრაინის კონტრშეტევაში პროგრესის მნიშვნელოვანი ნიშანია,– აჯამებენ ანალიტიკოსები.

მათივე შეფასებით, 20 და 21 სექტემბერს გამოქვეყნებული დამატებითი კადრები აჩვენებს, რომ უკრაინული ჯარები ასევე მიიწევდნენ ვერბოვის დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით.

ISW–ის მკვლევარები ასკვნიან, რომ რუსულმა ჯარებმა აგვისტოს შუა რიცხვებიდან ვერ შეძლეს უკრაინული ძალების ეტაპობრივი, მაგრამ თავდაჯერებული წინსვლის შეჩერება ზაპოროჟიეს რეგიონში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S