Accentnews.ge
სტოლტენბერგი: დასავლეთმა ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც არ უნდა აღადგინოს

სტოლტენბერგი: დასავლეთმა ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც არ უნდა აღადგინოს

21/09/2023 19:18:33 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც არ უნდა აღადგინოს. ამის შესახებ მან ნიუ-ორკში ყოფნისას განაცხადა.

"ადრე ბევრ ევროპელს ეგონა, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულობა ნორმალური იყო. ისინი ცდებოდნენ. ჩვენ ეს შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და რუსულ გაზსა და ენერგეტიკაზე დამოკიდებულები კვლავ არ უნდა გავხდეთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ეს "გაკვეთილი" ჩინეთსაც ეხება:

"მე არ ვამბობ ჩინეთთან თანამშრომლობის არასაჭიროებაზე, მაგრამ მასზე ძალიან არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S