NATO-ს გენერალური მდივანი: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია
21/09/2023 19:01:43 მსოფლიო
"უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია", – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნიუ–იორკში გაეროს გენასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ომი ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების საკითხი არა რეგიონალური, არამედ გლობალურია.
„სწორედ ამიტომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სამხრეთ კორეა და იაპონია, უკიდურესად შეშფოთებულნი არიან უკრაინის ომით, რადგან მათ იციან, რომ თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, ეს შეამცირებს ჩინეთის პრეზიდენტის მიერ ძალის გამოყენების ბარიერს“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.


