ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდალი ჩარლზ ბრაუნი გახდა
21/09/2023 18:43:16 მსოფლიო
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების ხელმძღვანელთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე ჩარლზ ბრაუნი გახდა, - იუწყება The New York Times.
ბრაუნის კანდიდატურა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა, სენატმა კი იგი დღეს დაამტკიცა.
ბრაუნი სამხედროების ოჯახიდან მოდის. წარსულში იგი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბს ხელმძღვანელობდა, 2014-2015 წლებში ევროპაში ბირთვულ შეკავებაზე იყო პასუხისმგებელი, 2016-2018 წლებში ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის მოადგილე გახლდათ და უპირველესად ახლო აღმოსავლეთის მიმართულებას კურირებდა, 2018-2020 წლებში მეთაურობდა ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებს წყნარ ოკეანეში.
61 წლის ბრაუნი ამერიკის არმიის სარდლის თანამდებობაზე მარკ მილის ჩაანაცვლებს, რომელსაც ეს პოსტი 2019 წლის პირველი ოქტომრიდან ეკავა.


