ზელენსკი ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა: "თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ"
21/09/2023 18:27:14 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდა. მან მოუწოდა კანონმდებლებს გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.
სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრის დრო ზელენსკიმ დახმარების მიწოდების დახმარების შედეგებზე ისაუბრა.
"იყო ერთი წინადადება, რომელიც ყველაფერს აჯამებს. ვციტირებ მას, ზელენსკიმ თქვა: "თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ". ეს მისი ციტატაა", - თქვა შუმერმა.
თავად ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბევრ საკითხზე ისაუბრეს:
"ჟურნალისტებს ყველა დეტალს ვერ მოვუყვები, მაგრამ ვფიქრობ, რომ სენატორებთან ძლიერი დიალოგი გვქონდა".
კაპიტოლიუმში შეხვედრის შემდეგ ზელენსკი პენტაგონში გაემგზავრა, სადაც თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდა.


