მედია: ერევანში აქციის მონაწილეებმა ქუჩები გადაკეტეს
21/09/2023 18:12:55 მსოფლიო
ერევანში აქციის მონაწილეებმა ქუჩები გადაკეტეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდებიან და ქუჩებს კეტავენ.
ოპოზიციური ბლოკის „დედა სომხეთის“ ლიდერმა ანდრანიკ ტევანიანმა განაცხადა, რომ ხვალიდან საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდება.
„გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ სასწრაფო და სახანძრო მანქანები დაიშვებიან. მოქალაქეები პოლიციასთან კონფლიქტში არანაირ შემთხვევაში არ უნდა შევიდნენ“, – აღნიშნა ტევანიანმა.
დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.


