პუტინის შუერაცხყოფისა და ანტისაომარი "პოსტებისთვის" პროკურატურა კიროვის მკვიდრისთვის 8– წლიან პატიმრობას ითხოვს
21/09/2023 17:44:24 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შუერაცხყოფისა და ანტისაომარი "პოსტებისთვის" პროკურატურა კიროვის მკვიდრისთვის 8– წლიან პატიმრობას ითხოვს.
24 თებერვალს რიჩარდ როუზმა ინსტაგრამ–არხზე დაგმო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. მოგვიანებით თავის "პოსტებში" მან პუტინს ტერორისტი უწოდა და ასევე გამოაქვეყნა უკრაინულ ანსამბლ „ოკეან ელზის“ ლიდერ, სვიატოსლავ ვაკარჩუკის ციტატა, რომ „პუტინის შეჩერება მხოლოდ მისი ფიზიკური მკვლელობით შეიძლება“.
რიჩარდ და მარია როუზი 2022 წლის აპრილში დააპატიმრეს. აპრილის შუა რიცხვებიდან რიჩარდ როუზი იზოლაციაში იმყოფება და ზეწოლასა და მუქარაზე იუწყება. სწორედ მასზე გამოყენებული წამების გამო, როგორც მისმა მეუღლემ განაცხადა, რიჩარდ როუზმა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სცნო.


