მედია: უკრაინელებმა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსების საიდუმლო ბაზას დაარტყეს
21/09/2023 17:17:48 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში საიდუმლო რუსულ ბაზას დაარტყეს, - იუწყება "უკრაინსკაია პრავდა" უსაფრთხოების სამსახურიდან წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ოკუპანტებს შტაბი ადგილობრივი ძრავის ქარხანაში ჰქონდათ მოწყობილი, ეს ინფორმაცია სამხედროებს გადასცეს, შემდეგ კი ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს.
სარაკეტო იერიშის შედეგად დაიჭრა რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის მეთაური, ასევე მათი შტაბის უფროსი.
წყაროს ცნობით, ოკუპანტების მხარეს დაიღუპა ათამდე სამხედრო და დაშავდა რამდენიმე ათეული ოფიცერი.
წყარო სპეცოპერაციის თარიღს არ აკონკრეტებს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ოპერაცია უკრაინამ რამდენიმე დღის წინ ჩაატარა.


