ევროკავშირი ყარაბაღის ომის შედეგად დაზარალებულებს 500 მლნ ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს
21/09/2023 17:04:08 მსოფლიო
ევროკავშირი ყარაბაღის ომის შედეგად დაზარალებულებს 500 მლნ ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს
„ომიდან გაქცეულმა ათასობით ადამიანმა დატოვა სახლები და დახმარება სჭირდება. ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარება დაზარალებულებს დაეხმარება დაფარონ სასწრაფო საჭიროებები, ასევე მოხდეს მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ფსიქოლოგიური დახმარება“, - აღნიშნულია ევროკომისიის კომუნიკეში.
აღნიშნული თანხა ემატება იმ 1,17 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც ევროკავშირმა ყარაბაღის მცხოვრებთათვის 2023 წლის დასაწყისში გამოყო.
„ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას და მზად ვართ შემოგთავაზოთ მეტი დახმარება" , - განაცხადა ევროკომისარმა კრიზისებზე რეაგირების საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა.


