ირანმა მიიღო კანონი, რომელიც ჰიჯაბის იგნორირებისთვის ქალებისთვის თავისუფლების 10 წლით აღკვეთას ითვალისწინებს
21/09/2023 15:50:28 მსოფლიო
ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ჰიჯაბის იგნორირებისთვის ქალებისთვის თავისუფლების 10 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.
დოკუმენტის მიღებას მხარი 152-მა დეპუტატმა დაუჭირა, 34-მა წინააღმდეგ, კიდევ შვიდმა კი თავი შეიკავა.
ახლა კანონი გუშაგთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.
ამჟამად ხელისუფლების თვალსაზრისით შეუსაბამო გარეგნობის გამო პოლიცია აკავებს ქალებს და აიძულებს მათ გადაიხადონ ჯარიმები. გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა ახალ კანონს "გენდერული აპარტეიდის ტოლფასი" დოკუმენტი უწოდეს.
ირანის ხელისუფლების თქმით, ჰიჯაბის არარსებობის გამო უფრო მკაცრი ჯარიმები გააძლიერებს კონტროლს რელიგიური წესების დაცვაზე. 2022 წლის შემოდგომაზე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შემდეგ, ბევრმა ირანელმა ქალმა საზოგადოებრივ ადგილებში თავსაბურავის ტარების უგულებელყო დაიწყო.
არაოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ახლა ისლამური რესპუბლიკის მაცხოვრებლების დაახლოებით 20 პროცენტი ქუჩაში გამოდის შიშველ თავებით, ჯინსებით და სხვა მსგავსი ტანსაცმლით.


