Accentnews.ge
სებ–მა კიდევ $37.1 მილიონი გაყიდა, თუმცა ლარი კვლავ გაუფასურდა

სებ–მა კიდევ $37.1 მილიონი გაყიდა, თუმცა ლარი კვლავ გაუფასურდა

21/09/2023 13:31:01 ეკონომიკა

21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.29 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6879 ლარი გახდა. დღესვე ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 50 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა 37.1 მილიონი აითვისა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.06 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8637 ლარი გახდა.

0.04 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.3067 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 9.95 თეთრი ლარი შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა 20 სექტემბერსაც, თუმცა ლარი მაინც გაუფასურდა.

მას წინ უძღოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესის შეცვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S