
"ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა"
06/12/2019 18:00:36 სხვა, მსოფლიო
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვის ლიკვიდაცია ბერლინის იზოლატორში სურდათ, თუმცა ის დაზვერვის სამსახურმა საიდუმლო ადგილზე გადაიყვანა, – იუწყება გერმანული ტელეკომპანია „არდი“.
ამავე წყაროს ცნობით, გერმანიის დაზვერვის ფედერალურმა სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ დაცვის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და შესაბამისი ზომებიც მიიღო.
მკვლელობის საქმეს ამჟამად გერმანიის ფედერალური პროკურატურა იძიებს. საქნე უწყებამ ორიოდ დღის წინ გადაიბარა.
გერმანია მკვლელობასთან რუსულიკავშირის შესახებ უკე ოფიციალურად ალაპარაკდა. საკითხზე კომენტარი გააკეთა ქვეყნის კანცლერმა და თქვა, რომ თემაზე რუსეთის პრეზიდენტთან ისაუბრებს. გარდა ამისა, გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატიც გააძევა.
ზელიმხან ხანგოშვილი, ბერლინში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს მოკლეს