Accentnews.ge
კვლევა: რუსი მობილიზებულებიდან ყოველმა მეხუთემ ფრონტზე ორი თვეც ვერ იცოცხლა

კვლევა: რუსი მობილიზებულებიდან ყოველმა მეხუთემ ფრონტზე ორი თვეც ვერ იცოცხლა

21/09/2023 13:01:10 მსოფლიო

რუსი მობილიზებულები უკრაინაში საშუალოდ ოთხნახევარი თვის შემდეგ იღუპებიან და ყოველი მეხუთე ორი თვეც ვერ ცოცხლობს ფრონტზე, – ამ დასკვნამდე მივიდნენ გამოცემა "ვაჟნიე ისტორიის" და Conflict Intelligence Team (CIT)–ის მკვლევარები.

ამ მონაცემებით, რუსეთში მობილიზაციის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, სულ მცირე, სამი ათასი ადამიანი, რომლებმაც სამხედრო კომისარიატიდან მიიღეს გაწვევის შესახებ უწყება, დაიღუპა ფრონტზე, ხოლო რუსეთის თითქმის ყველა რეგიონში დაკრძალეს მინიმუმ ერთი წვევამდელი.

„უკვე შემოდგომაზე, ზოგი "ხორცსაკეპ მანქანაში" ჩავარდა სვატოვოსა და კრემენოის მიდამოებში, სადაც [რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას] სასწრაფოდ სჭირდებოდა [უკრაინის შეიარაღებული ძალების] გარღვევის "დახურვა". თავიდან [მობილიზებულებით] ამოავსეს "ხვრელები", რათა სასწრაფოდ აღეკვეთათ ფრონტის რღვევა და რომ ის ცოცხალი ძალით გაჯერებულიყო. რეკორდი გამოძახებიდან საფლავამდე, ჩანაწერების მიხედვით, სულ რამდენიმე დღეა“, - აღნიშნავენ ექსპერტები.

მათივე თქმით, „მობილიზებულთა ნახევარზე მეტი გარდაიცვალა 30-დან 45 წლამდე ასაკში. მოკლულთა შორის ყველაზე ხანდაზმული მობილიზებული იყო 62 წლის მაიორი ნიკოლაი ისაკოვი ტვერის რეგიონიდან. მან დაახლოებით რვა თვე გაატარა ომში და ივნისის დასაწყისში გარდაიცვალა რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქის შებეკინსკის რაიონში“, - ნათქვამია კვლევაში.

ერთი წლის წინ რუსეთის ფედერაციაში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც, ოფიციალური ინფორმაციით, 300 000-მდე ადამიანი გაიწვიეს. უკრაინის დაზვერვა ირწმუნება, რომ კრემლი აგრძელებს ფარულ მობილიზაციას; 2023 წელს მან უკვე გაიწვია 90-დან 100 ათასამდე რუსი დანაკარგების შესავსებად და ახალი ფორმირებების შესაქმნელად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S