ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პეკინმა და მოსკოვმა თანამშრომლობა უნდა გააძლიერონ
21/09/2023 09:38:00 მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა უნდა იმუშაონ თანამშრომლობის გასაღრმავებლად, "კომპლექსური საერთაშორისო სიტუაციის" ფონზე, – იუწყება ჩინეთის სახელმწიფო მედია 21 სექტემბერს.
"მსოფლიო სწრაფად მოძრაობს მულტიპოლარულებისკენ", - აღნიშნა ვან იმ პუტინთან სანკტ-პეტერბურგში შეხვედრისას.
"მულტიპოლარული მსოფლიოს დამკვიდრების საკითხში ჩვენი პოზიციები ემთხვევა", - უპასუხა, კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინმა.


